• თბილისი
  • 8°C
  • 27 ნოემბერი, 2020
article

"კორონავირუსის პადემიას მხოლოდ ვაქცინა ვერ შეაჩერებს, მას მხოლოდ მისი შეკავება შეუძლია"

კორონავირუსის პადემიას მხოლოდ ვაქცინა ვერ შეაჩერებს, მას მხოლოდ მისი შეკავება შეუძლია, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა.

"COVID-19-ის პანდემიის დასაწყისიდანვე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელია პანდემიის შეკავებისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა შეავსებს ჩვენს ხელთ არსებულ სხვა საშუალებებს და არ ჩაანაცვლებს მათ", - დაწერა "ტვიტერზე" ღებრეიესუსმა.

მისივე განცხადებით, თავდაპირველად ვაქცინა შეზღუდული რაოდენობისა იქნება და უპირატესობა ექიმებს, ხანდაზმულებსა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს მიენიჭებათ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა სხვა საშუალებებთან ერთად შეამცირებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას და საშუალებას მისცემს ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებს გაუმკლავდნენ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას.

შეგახსენებთ, დღეს, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Modea-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ, წინასწარი შეფასებით, 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

გასულ კვირას,  BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელზეც ისინი ერთობლივად მუშაობენ, 90%-იანი ეფექტურობა აჩვენა.


თეგები :