მსოფლიო / 20-06-2025 / 497 Views

ისრაელმა ირანში რაკეტების საწარმოები, მათ შორის, ბირთვული კვლევის ცენტრიც დაბომბა

გასულ ღამეს, თეირანსა და ირანის სხვადასხვა ადგილებში რაკეტების წარმოების ობიექტები და ბირთვული კვლევის ცენტრი დაიბომბა. ამის შესახებ ისრაელი ოფიციალურად იუწყება.

როგორც ცნობილია, ზემოთ აღნიშნულ დარტყმებში 60 თვითმფრინავი მონაწილეობდა.

IDF-ის ცნობით, დაბომბეს თავდაცვის ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციის (SPND) შტაბ-ბინაც:

"სამიზნეებში შედიოდა სამხედრო სამრეწველო ობიექტები, სადაც რაკეტების კომპონენტები იწარმოება, ასევე რაკეტის ძრავის ნაწილების ჩამოსხმისთვის ნედლეულის წარმოება.

SPND ირანის სამხედრო მანქანისთვის მოწინავე ტექნოლოგიებისა და იარაღის კვლევისა და განვითარების ცენტრს წარმოადგენს. ის 2011 წელს დააარსა მოჰსენ ფახრიზადემ, ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის დამფუძნებელმა“, – წერს Times of Israel.