ადგილობრივ არჩევნებზე, ეუთო/ოდირის დამკვირვებლებს არ მოიწვევენ
ბრიტანეთის საელჩოს მოწოდების მიუხედავად, ქართული ოცნება უარს ამბობს ეუთო/ოდირის დამკვირვებლების მოწვევაზე ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგის მიზნით.
„რაც შეეხება ეუთო/ოდირს, იცით, რომ ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს იწვევდნენ. გადახვევები ხდება, მათ შორის, ჩვენც გვქონდა ასეთი გადახვევა 2021 წელს, იქიდან გამომდინარე, ეს არჩევნები დაკავშირებული იყო საპარლამენტო არჩევნების თემასთან. სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთო/ ოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი.
სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ, ამ შემთხვევაში, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ჯანსაღი ფორმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.