სამართალი / 19-06-2025 / 107 Views

დაჭრილია 20 წლის ქალი - რა მოხდა გორში?

გორში, 20 წლის ქალი დაჭრეს. მას, სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დაჭრილი ქალი, სასწრაფო დახმარების მანქანამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ქალი მისმა მეუღლემ დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის კ-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.