საქართველოს მოქალაქემ ანტვერპენში 76 წლის კაცი ავტობუსში მოკლა
საქართველოს მოქალაქემ ანტვერპენში სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა – მან ავტობუსში 76 წლის კაცი მოკლა და კიდევ ორი მოქალაქე დაჭრა.
38 წლის მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.
შემთხვევა ორშაბათს მოხდა.
როგორც უცხოური მედია იუწყება მამაკაცმა მკვლელობა ყოველგვარი მოტივის გარეშე ჩაიდინა, ავტობუსში ასვლამდე მან სურსათის მაღაზიაში ორი ქილა ენერგეტიკული სასმელი აიღო და არ გადაიხადა მათი საფასური, შემდეგი რეპლიკით – „ფული არ მაქვს, გამოიძახე პოლიცია“
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.
ჯერჯერობით უცნობია, ეჭვმიტანილს აქვს თუ არა ფსიქიკური პრობლემები, მას შესაბამისი ექსპერტიზა გამოძიების ფარგლებში ჩაუტარდება.