წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) 20-21 ივნისს, „ლიც რეზორტში“ პირველ, მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას გამართავს
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) პირველ, მასშტაბურ ბიზნეს დაჯილდოებას გამართავს. ღონისძიება 20-21 ივნისს, კვარიათში, სასტუმრო „ლიც რეზორტში“ გაიმართება და მას ბიზნესისა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.
ღონისძიების მიზანი წარმატებული კომპანიების წარმოჩენა, ბიზნესის რეპუტაციის ამაღლება, პარტნიორული ქსელის დამყარება/გაძლიერება; კომპანიების მიერ ქვეყნის განვითარებასა და მოქალაქეების დასაქმებაში შეტანილი წვლილის წარმოჩენა, გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მედია დაფარვის უზრუნველყოფაა.
მასშტაბურ ღონისძიებაზე წარმატებული, ინოვაციური, განვითარებასა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული კომპანიები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილოდოვდებიან.
ამასთან, ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) სამომავლო აქტივობები, წლის გეგმები - ჟურნალი, ბიზნეს ლანჩი, ბიზნეს სამიტები, დუბაიში საერთაშორისო ბიზნეს ტურები დაანონსდება.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მყოფ კომპანიების წარმომადგენლებს, სპეციალური შეთავაზებების გაკეთებისა და საკუთარი პროდუქციის დემონსტრირების შესაძლებლობა ექნებათ.
დაჯილდოების ცერემონიას გაუძღვებიან ლანა ბლიაძე და ოთარ ტატიშვილი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს „თეატრალური კვარტეტი“ და DJ ჯიო.
მაია ტატულაშვილი, SGBA-ს დამფუძნებელი, პრეზიდენტი:
„ჩვენი ასოციაცია სამი წლის წინ შეიქმნა. გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა წარმატებული კომპანიები და შეგვექმნა ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სადაც თავს მოიყრიდა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელი. ქართულ ბაზარზე გამოვირჩევით იმით, რომ ვაწყობთ ბიზნეს სამიტებსა და დახურულ ბიზნეს ვახშმებს. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, როდესაც ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ბიზნესები ხვდებიან, ეცნობიან ერთმანეთს და ამყარებენ საქმიან ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, დავინახეთ, რომ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ასოციაციის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განგვეხორციელებინა. ვმართავთ ბიზნეს დაჯილდოებას, ასევე, შემოდგომაზე ვგეგმავთ საერთაშორისო ბიზნეს სამიტს დუბაიში”.
ნათია ნადირაშვილი, SGBA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
„წლევანდელი წელი გამორჩეულია, რადგან პლატფორმა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დაემატა დაჯილდოების ცერემონია, ბიზნეს ჟურნალი და ბიზნეს ვლოგი. აღიარებითი ნაწილი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. 20-21 ივნისს, კვარიათში, სასტუმრო „ლიც რეზორტში“, დაჯილდოვდებიან ბიზნესები, რომელთაც რეალურ წარმატებას მიაღწიეს და ეკუთვნით ბაზარზე აღიარება. ეს აღიარება არ არის მხოლოდ ასოციაციის მხრიდან, არამედ, პირველ რიგში, ბიზნესის აღიარება ხდება მათი მომხმარებლების მხრიდან. რაც შეეხება ჟურნალს, გამოცემის პირველი ნომერი ძალიან პრეზენტაბელური იქნება და მიეძღვენება იმ ბიზნესებსა და დამფუძნებლებს, რომლებიც ჯილდოს მიიღებენ, ხოლო, ყოველი მომდევნო ნომერი იქნება იმ ბიზნესებსა და მეწარმეებზე, რომლებიც ახალი პროექტის ფარგლებში, პლატფორმაზე გაერთიანდებიან“.
საკონტაქტო პირი: ნათია ნადირაშვილი, 555 39 80 96
SGBA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი