მსოფლიო / 19-06-2025 / 106 Views

„არ შეიძლება, რომ ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი, ამბობს, რომ არ შეიძლება, ხამენეის მსგავსმა დიქტატორმა არსებობა გააგრძელოს.

ისრაელ კაცი ამბობს, რომ ხამენეი ღიად გამოთქვამს სურვილს, ისრაელის განადგურებასთან დაკავშირებით.

„ხამენეი საავადმყოფოებზე დარტყმის ბრძანებებს პირადად გასცემს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა. ასეთი ადამიანის არსებობს ყოვლად დაუშვებელია“, – ამბობს კაცი.

ისრაელ კაცი ასევე აცხადებს, რომ მისი ქვეყნის თავდაცვის ძალებს შესაბამისი ბრძანება მიღებული აქვთ და იციან, რომ ამ კაცმა (ხამენეიმ) არსებობა არ უნდა გააგრძელოს.