„პროფესიონალიზმი, ურთიერთობები და გზა განვითარებამდე“
კომპანია „Lucky Road“- ის მარკეტინგის სამსახურის უფროსი, მაკა ტარყაშვილი
დღეს, გაზრდილი კონკურენციის და ბაზრის მრავალფეროვნების პირობებში, მარკეტერების და PR-ის ფუნქცია და როლი, სწორად და ღირსეულად წარმოაჩინონ ბრენდის იმიჯი და წარუდგინონ იგი მომხმარებლებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ცხადია, ამ ყოველივეს სწორად წარმართვას, გამოცდილება და პროფესიონალიზმი სჭირდება, რაც კომპანია „Lucky Road“-ის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, მაკა ტარყაშვილმა, წლების განმავლობაში მუდმივი თვითგანვითარებისა და სიახლეებისკენ სწრაფვის გზით დააგროვა. როგორ უნდა დავამყაროთ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, რა არის საჭირო ამ სფეროში წარმატების მისაღწევად და რა გზა განვლო თავად, ამ და სხვა დეტალებზე მაკას ვესაუბრეთ.
რა არის საჭირო კომპანიისთვის საზოგადოებასთან წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?
წარმატებული კომუნიკაციისთვის აუცილებელია გუნდურობა, სწორი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დამოკიდებულია კომპანიაში არსებული სიტუაციის ანალიზზე და შემდგომ უკვე იმაზე, თუ რა სჭირდება საზოგადოებას, რას ელოდება ჩვენგან. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია მომხმარებელთან იყოს ყველასთვის გასაგები და მოვიპოვოთ საზოგადოების ნდობა და პოზიტიური განწყობა.
ვფიქრობ, ჩვენს პროფესიაში ძალზედ მნიშვნელოვანია, კარგად გაეცნო იმ სფეროს, რა სფეროშიც მუშაობ, რადგან შენ თუ არ იცნობ კომპანიის საქმიანობას, სხვას ვერ უამბობ მის შესახებ. მუშაობა კომპანია „Lucky Road“-ში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ავტომობილები და უკვე 18 წელია ვმართავ, მომიწია, დეტალურად შემესწავლა თითოეული მათგანი.
ზოგადად, ყველა სფეროში, სადაც მიმუშავია, პირველი და მთავარი იყო ამ სფეროს კარგად შესწავლა.
რა სახის მომსახურებას სთავაზობს „Lucky Road“-ი მომხმარებლებს?
კომპანია „Lucky Road“-ი მაღალი სტანდარტების მქონე სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების გადაადგილებას და ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეულია. „Lucky Road“-ი მომხმარებელს ყველა ტიპის ავტომობილით მომსახურების სერვისს სთავაზობს.
ჩვენი ავტოპარკი დაკომპლექტებულია განსხვავებული ტიპისა თუ კლასის ავტომობილებით. მომსახურებით კი მთელ საქართველოს ვფარავთ.
თუ გნებავთ კომფორტული, მაღალი კლასის უსაფრთხო მგზავრობა; თქვენთან ჩამოსული ბიზნესპარტნიორების ან სტუმრების დახვედრა; გადაადგილება ქალაქსა თუ ქალაქგარეთ; ინდივიდუალური და ჯგუფური ტურები საქართველოს მასშტაბით; ავტოტრანსპორტის საათობრივი გაქირავება, დღიური გაქირავება; ორგანიზაციის თანამშრომლების ტრანსპორტირება - მაშინ „Lucky Road“-ი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც გჭირდებათ.
ჩვენთვის მთავარია მომხმარებლის უსაფრთხოება და კომფორტი. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ კადრების შერჩევისას აქცენტი გავაკეთოთ გამოცდილებაზე. ჩვენთან მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე, შესაბამისი დრესკოდით შემოსილი და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მძღოლები.
ასევე, კომპანიაში მიმდინარე ბიზნესპროცესები მაქსიმალურად გაციფრულებული გვაქვს, რაშიც გვეხმარება ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა (მობილური აპლიკაცია, ელექტრონული სადისპეტჩერო), რომელიც ერთიორად აადვილებს ტრანსპორტის შეკვეთისა თუ ხარჯების კონტროლის პროცესს.
„Lucky Road“-ის წარმატებას, გარდა ხარისხისა, უსაფრთხოებისა და გამოცდილებისა, ვფიქრობ, განაპირობებს ჩვენს კომპანიაში არსებული გუნდურობა.
კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბეთ... რა სიახლეებს ჰპირდებით მომხმარებლებს?
„Lucky Road“-ის სამომავლო გეგმები კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ავტოპარკის მუდმივ განახლებასა და ახალი სერვისების დამატებას უკავშირდება. სწორედ ახლა შევიძინეთ უახლესი მოდელის ბიზნესკლას მანქანები Mercedes-Benz S-Class, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი მომხმარებლისთვის.
„Lucky Road“-ის პარტნიორები არიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Radisson Blu, Radisson RED, Radisson Collection, Holiday Inn, Best Western და სხვა.
ამავე დროს, მუდმივად ჩართულები ვართ სხვადასხვა პროექტებში. ჩვენი სატრანსპორტო მომსახურებით ჩატარდა მრავალი ღონისძიება, მაგალითად: ახალგაზრდული რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, წინანდლის ფესტივალი, ძიუდოს გრან პრი, ახალგაზრდული ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი ფარიკაობაში, სათხილამურო და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ღონისძიებები და ა.შ.
მაკა, გვითხარით, რა არის წარმატებისთვის აუცილებელი?
ვფიქრობ, წარმატებისთვის ერთ-ერთი მთავარია მუდმივი თვითგანვითარება.
ზოგადად კი, ყველა საქმიანობა, იქნება ეს მცირე თუ დიდი ბიზნესი, უკავშირდება ურთიერთობებს და გულწრფელობას, შემდეგ უკვე ყველაფერი კრეატივზეა დამოკიდებული.
თანამედროვე სამყაროში, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა, მარკეტერების და PR-ის ფუნქცია არასდროს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც ახლაა და ეს ქმნის იმის პირობას, რომ ჩვენს სფეროში მომუშავე ადამიანები მუდმივად უნდა იყვნენ სრულად, სიღრმისეულად ჩართულები კომპანიის ყველა რგოლში.
პოზიტიური აზროვნება, მიზნისკენ სწრაფვა, განათლება, კეთილსინდისიერება - ეს არის ის, რასაც აუცილებლად მოაქვს წარმატება!