ტექნოლოგიები / 20-11-2026

რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და რეგიონებზე

რუსეთმა კიდევ ერთი მასშტაბური სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებსა და რეგიონებზე. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დედაქალაქში დაღუპულია 3 და დაშავებულია 15-მდე ადამიანი. დაზიანებულია 3 ხიდი.

„დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად, დაზიანებულია პოდოლსკ-ვოსკრესენსკის ხიდის გადასასვლელი. ამჟამად მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპირომდე მოძრაობა შეჩერებულია“ - განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

მისივე ცნობით, დაზიანდა დარნიცკის ხიდი და სამხრეთის ხიდი. მოძრაობა შეზღუდულია. რონებით თავდასხმა იყო ხარკოვის საავადმყოფოზე. მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, არიან დაშავებულები.