„ირანმა წინასწარ მიიღო შესაბამისი ზომები საიმისოდ, რომ ატომური პროგრამა არ შეწყდეს“ – ირანელი მაღალჩინოსანი
ირანელი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ ქვეყანამ წინასწარ მიიღო შესაბამისი ზომები საიმისოდ, რომ მისი ატომური პროგრამის შეწყვეტა შეუძლებელი ყოფილიყო.
ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მოჰამად ესლამის განცხადებით, ირანის ატომურ პროგრამა არ შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ–მა და ისრაელმა ირანის ატომურ ობიექტებზე საავიაციო დარტყმები მიიტანეს, თუმცა არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ ინფრასტრუქტურისა და გამდიდრებული ურანის ნაწილის გადატანა სხვა ადგილზე შეძლო.