პოლიტიკა / 24-06-2025 / 187 Views

გიორგი ვაშაძე დააკავეს და 7–თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსს ხელბორკილები პარტიის ოფისში დაადეს.

დაკავებამდე ოპოზიციონერმა მცირე კომენტარის გაკეთება შეძლო:

„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ერთობით“ – თქვა ვაშაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლისლიდერი გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს 7 თვიანი თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა.