მსოფლიო / 17-06-2025 / 174 Views

„ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“ – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი სურვილია, ირანთან წამოჭრილ ბირთვულ პრობლემას, რეალური დასასრული ჰქონდეს.

ამის შესახებ აშშ–ის პრეზიდენტმა კანადის დატოვების შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოლოდინი მქონდა. რეალური დასასრულის მიღწევა მსურს და ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ის ასევე აცხადებს, რომ ისრაელის ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ტემპს არ შეანელებს:

„მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიგებთ. თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ჯერჯერობით არავინ შენელებულა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.