banner
პოლიტიკა / 02-06-2025 / 217 Views

მოსამართლისთვის წყლის შესხმის გამო, სავარაუდოდ, ნიკა მელიას ბრალს წარუდგენენ – ადვოკატი

რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადვოკატმა მოინახულა.

უფლებადამცველი გიორგი კონდახიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, ნიკა მელიას, სასამართლოს უპატივცემულობაზე, რაც მელიას მხრიდან მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის მიმართ წყლის შესხმაში გამოიხატა, ბრალდებას წარუდგენენ.

„ის არის სამარტოო საკანში. ღიმილად არ ჰყოფნის ეს ახალი ბრალდებები. ჩვენ ჯერ არ დაგვკავშირებია არავინ და როგორც გაავრცელეს ინფორმაცია, ბრალს წარუდგენენ. [დაკავებისას] არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა. კახა კალაძესაც გაუკეთებია განცხადება, რომ დაუმორჩილებლობას, შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და გამოიძახეს პოლიციაო, რაც არის მტკნარი სიცრუე. ყველაფერი მოხდა წამიერად, ყველანი იყვნენ აღჭურვილი. არანაირი წინააღმდეგობა და შეურაცხყოფა არ ყოფილა. ვითხოვთ, გასაჯაროვდეს კადრები. სამხრე კამერები ჰქონდათ, ასევე, ავტომანქანაზე იყო ვიდეო სარეგისტრაციო აპარატები და პოლიციას ყველაფერი წაღებული აქვს. გაასაჯაროონ თუ ეს სიმართლეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არაა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი კრიმინალური ოპერაცია,“ - ამბობს უფლებადამცველი.