ასე დასრულდა წლევანდელი ყველაზე გამორჩეული Tbilisi Open Air-ი
„ყველანი ერთად შევეგებეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს. ჩვენ დღესაც ვიბრძვით 26 მაისის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვრისთვის - დამოუკიდებლობისთვის.
მიუხედავად ბევრი წინაღობისა, დღევანდელმა დღემ დაგვარწმუნა, რომ ამ უდიდეს მონაპოვარს არასდროს დავთმობთ, რადგან ჩვენ თავისუფლება და ერთმანეთისადმი სოლიდარულობა გვაერთიანებს.
Tbilisi Open Air 2025-ის იდეაც სწორედ ეს იყო. თავი მოგვეყარა იმ ქართველი მუსიკოსებისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ამ ღირებულებების დაცვას ემსახურებიან.
ტრადიციულად, განსაკუთრებულად დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს - თქვენ გარეშე ეს ორი არაჩვეულებრივი დღე ვერ შედგებოდა.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ჩვენ ვართ საქართველო!“ – „თბილისი ოფენ ეარი“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.