„ეს დღე ჩვენია“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „დიდება თავისუფლებას“
მოქალაქეები 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აღნიშნავენ. მათ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერები და ლიდერები შეუერთდნენ.
ათასობით მოქალაქეს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
„ეს დღე ჩვენია“, „გაუმარჯოს საქართველოს“, „დიდება თავისუფლებას“, - ასეთია მოქალაქეთა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამ წუთებში - რუსთაველის გამზირიდან.