პოლიტიკა / 26-05-2025 / 564 Views

ზურაბიშვილი: ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი - დაყავი და იბატონე

სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე გამართულ აქციაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა:

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვერცერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნების”, რომელსაც აღარაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და ერთადერთი მიზანი არის, საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის შემოიტანოს დაყოფა,

ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ერთადერთი ხერხი - დაყავი და იბატონე - და ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ ვმუშაობთ იმაზე და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის აქციაზე.