მერცი: უკრაინას ახლა შეუძლია თავი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით დაიცვას
„გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვები აღარ მოქმედებს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ახლა შეუძლია თავი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმებით დაიცვას. ცოტა ხნის წინ უკრაინას ამის გაკეთება არ შეეძლო და ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა. ახლა უკრაინას ეს შეუძლია. ახლა შეუძლია სამხედრო სამიზნეებს ზურგს უკან დაარტყას და ეს უკრაინის მიერ ომის წარმოებისას გადამწყვეტ ცვლილებას წარმოადგენს“, - თქვა ფრიდრიხ მერცმა.