პოლიტიკა / 26-05-2025 / 553 Views

მაკრონის, მერცის და ტუსკის ერთობლივი განცხადება: ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელმაც გამოიწვია დემოკრატიული უკუსვლა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, ქართველ ხალხს გავუგზავნოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს მათ მზაობას, იყვნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.

ამიტომ, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელმაც გამოიწვია დემოკრატიული უკუსვლა და თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება უნდა იყოს დაცული. გადაჭარბებული ძალადობის შემთხვევები უნდა იყოს გამოძიებული. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და აუცილებელი რეფორმების პროცესი კვლავ უნდა განახლდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

საქართველოს მოსახლეობას არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

აღნიშნული ტექსტის ორიგინალი საფრანგეთის ელჩმა გაავრცელა.