საზოგადოება / 26-05-2025

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა ქვეყნის მასშტაბით ფიცი კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილას დადეს.