ზელენსკი: მხოლოდ სანქციები აიძულებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტას
„უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზება, როგორც სრული, ისე მხოლოდ ჰაერში. თუმცა, ამ ყველაფრის იგნორირება მოხდა.
ნათელია, რომ შედეგების მისაღწევად და რეალური დიპლომატიის დასაწყებად რუსეთზე გაცილებით დიდი ზეწოლაა საჭირო. ჩვენ სანქციებთან დაკავშირებულ ნაბიჯებს აშშ-ის, ევროპისა და ჩვენი ყველა პარტნიორისგან ველით.
მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ დაწესებული დამატებითი სანქციები აიძულებს მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.