• თბილისი
  • 9°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

"არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე"

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა.

"ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადებნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტიორად“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.


თეგები :