ბიზნესი / 08-07-2025 / 112 Views

PLUS 8 წლის გახდა - როგორ ჩაიარა შოპინგის დღესასწაულმა PLUS მომხმარებლებისთვის

საქართველოში ლოიალურობის ყველაზე მასშტაბური პროგრამა PLUS წელს 8 წლის გახდა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს ბანკის გუნდმა ლოიალურ მომხმარებლებს შოპინგის ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და 100,000-მდე ადამიანს სურვილების ასრულებაში დაეხმარა.

5 ივლისს მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეგროვებული PLUS ქულებით პარტნიორ ობიექტებში ნებისმიერი ნივთი 50%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ.

წლევანდელი PLUS დაბადების დღე გამორჩეულად აღინიშნა. კამპანიის სახე ბუდუ ზივზივაძე გახდა, საქართველოს ნაკრების რვა ნომერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე არაჩვეულებრივ თამაშთან ერთად, თავი ცნობილი აღნიშვნით დაგვამახსოვრა. სიმბოლურია, რომ ბუდუ ნაკრებში 8 ნომრით თამაშობს, წელს კი PLUS 8 წლის გახდა.

სწორედ ამ დღის აღსანიშნად, საქართველოს ბანკის 300-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჩაერთო, რამაც წლევანდელი დაბადების დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. 100,000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა სხვადასხვა შეთავაზებებით და აისრულა დიდი ხნის ნანატრი სურვილები.  

„5 ივლისი განსაკუთრებული დღეა, როგორც ჩვენთვის, ასევე, ათი ათასობით ჩვენი მომხმარებლისთვის და ასობით პარტნიორი კომპანიისთვის. წელს PLUS-ის დაბადების დღემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა - ამ დღეს ჯამში 170,000-მდე გადახდა შესრულდა PLUS ქულებით, რაც წარმოუდგენლად დიდი მასშტაბია.  ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ PLUS უკვე მხოლოდ ლოიალობის პროგრამა კი არა, ყოველდღიურობის ნაწილია“- განაცხადა საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან ბიჭიაშვილმა

თუ წელს ვერ აღნიშნე PLUS დაბადების დღე ჩვენთან ერთად გული არ დაგწყდეს, აქედანვე დაიწყე მზადება, თვალი ადევნე საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის შეთავაზებებს, რაც სხვადასხვა ფასდაკლებებსა და ქეშბექებს მოიცავს და ხშირად შესაძლებლობას გაძლევს 10-ჯერ და 30-ჯერ მეტი PLUS ქულა მიიღო.