• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

აშშ-მა ბელარუსს შესაძლოა სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას არ გამორიცხავს. კერძოდ, მან აქცენტი მინსკისთვის ნავთობის მიწოდების შესაძლო შეჩერებაზე გააკეთა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ საკითხს განვიხილავთ", - განაცხადა პომპეომ.

"მნიშვნელოვანია კრიტერიუმები. რაც ჩვენი აზრით, შეგვიძლია გავაკეთოთ არამხოლოდ ცალმხრივ, არამედ მრავალმრხივ ფორმატში, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს ბელარუსი ხალხისთვის - იმისგან დამოუკიდებლად, იქნება ეს სანქციები თუ გადაწყვეტილება  ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ეს საკითხები ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის", - აღნიშნა პომპეომ.

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ დაიწყო, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,08 პროცენტი მიიღო. ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, დაკავებულია ათასობით ადამიანი.

სამართალდამცავთა ძალმომრებობას ერთი დემონსტრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები :