• თბილისი
  • 23°C
  • 31 ოქტომბერი, 2020
article

აშშ-ში ბოლო ერთი დღის განმავლობაში კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 830 010-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ს კიდევ 372 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 140 900-ს გადააჭარბა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.