• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს, პირბადის ტარების გამო მისი დაცინვისთვის, სულელი და "მაჩო" უწოდა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს სულელი უწოდა ტვიტის გაზიარებისთვის, რომელშიც მას პირბადის ტარებისთვის დასცინოდნენ.

CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პირბადის ტარების კულტურას ეწინააღმდეგება მაშინ, როდესაც „მსოფლიოში ყველა ექიმი ამბობს, რომ ხალხმრავალ ადგილში ყოფნისას პირბადის ტარება საჭიროა“.

"მაჩო-კულტურასთან“ გვაქვს საქმე. არ უნდა ჩავერთო ამ დისკუსიაში, მაგრამ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი. პრეზიდენტებმა მაგალითი უნდა აჩვენონ. იგი სულელია, რომ ამ თემაზე ასე საუბრობს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ პუბლიკაცია გააზიარა, რომელშიც ჯო ბაიდენს ხსოვნის დღის ცერემონიაზე პირბადის ტარების გამო დასცინოდნენ.


თეგები :