• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

ახალი ზელანდია, შესაძლოა, ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდეს

კორონავირუსის შედეგად წარმოშობილი კრიზის გამო, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, დამსაქმებლებს მოუწოდებს ოთხ დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. პრემიერის თქმით, უფრო ხანგრძლივი დასვენების დღეები, ქვეყნის მოსახლეობას მეტი მოგზაურობის საშუალებას მისცემს, რაც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია.

ცნობისთვის, ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსზე გამარჯვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერი, გამოკითხვების თანახმად, ყველაზე პოპულარული ლიდერია.

"მე მესმის, ბევრი ადამიანი გვთავაზობს გადავიდეთ ოთხ დღიან სამუშაო დღეზე. რეალურად ეს დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთმანეთს შორის უნდა მოაგვარონ. მე მართლა მსურს დამსაქმებლებს ვუთხრა, რომ ეს მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილება," - აცხადებს ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი. 


თეგები :