• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

ჯანმო: კორონავირუსის გამო ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების ნაადრევი გაუქმება იგივეა, რაც ავად იყო, საწოლიდან წამოდგე და სირბილი დაიწყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, შესაძლო რისკების შესწავლის გათვალისწინებით. ამის შსახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაადრევად არ მოხდეს დაწესებული ზომების გაუქმება. რაც შეეხება მიღებული ზომების შემსუბუქებას, ეს რისკების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს“, - განაცხადა კრისტიან ლინდმაიერმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებით მიღებული ზომების ნაადრევი გაუქმება იგივეა, რაც „როდესაც ავად ხარ, საწოლიდან ადგები და სირბილს ნაადრევად დაიწყებ“.

"ასეთ დროს დაავადების გართულებაა მოსალოდნელი“, - დასძინა მან.


თეგები :