• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

ჩინეთში კორონავირუსის სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ

ჩინეთში კორონავირუსის სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ ამ მეთოდით მკურნალობის ლიცენზია ოფიციალურად გასცა.

მედიკოსები კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე პაციენტებს უკეთებენ ინექციას, რომლის შემადგენლობაშიც დათვის ნაღველია, თუმცა რამდენად ეფექტურია მსგავსი მეთოდით მკურნალობა, ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობები არ მოიპოვება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინურ მედიცინაში დათვის ნაღველი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები მსგავს მეთოდს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, ქვეყანაში ეს მეთოდი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს.


თეგები :