• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით ამერიკამ ჩინეთს გადაუსწრო - დაღუპულია 4000-ზე მეტი ადამიანი

ამერიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 865 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, ქვეყანაში COVID19-ით უკვე 4000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. ამ მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით უკვე ჩინეთს გადაასწრო.

ინფიცირებულთა შორის 1000-ზე მეტი პოლიციელია, მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 სამართალდამცველი ემსხვერპლა მომაკვდინებელ ვირუსს.

შველას ითხოვენ მეზღვაურებიც - 4 ათასზე მეტი ადამიანი ერთ-ერთ ამერიკულ ავიმზიდზე იმყოფება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე მეზღვაურია. გემის კაპიტანი მთავრობას მეზღვაურების იზოლაციას სთხოვს. სიტუაციის კიდევ უფრო გართულებაზე საუბრობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი. თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსს ამერიკაში შესაძლოა 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს.


თეგები :