• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

იერუსალიმში წმიდა ცეცხლის რიტუალი შეზღუდვებით შესრულდება

ისრაელის მედიის ცნობით, სააღდგომო ცერემონია იერუსალიმში შესრულდება, თუმცა, კორონავირუსის გამო შეზღუდვები იმოქმედებს.

ვნების კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული ცერემონია წმიდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალია, რომელიც 18 აპრილის ღამეს უნდა გაიმართოს. ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ შემუშავებულა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრომ მას შესაძლოა განუსაზღვროს მეტი შეზღუდვა, მაგრამ უკვე ორგანიზებულია რეისები რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში.

სავარაუდოდ, მაცხოვრის საფლავის ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლურ ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იქნება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმიდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ. ქვეყნების დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.


თეგები :