• თბილისი
  • 16°C
  • 05 აპრილი, 2020
article

გორდონ ბრაუნი: "კოვიდ-19"-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა უნდა შეიქმნას

"გარდიანის" ინფორმაციით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, "კოვიდ-19"-ით გამოწვეული სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, დროებითი გლობალური მთავრობა შექმნან.

გორდონ ბრაუნი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში უნდა შედიოდნენ მსოფლიო ლიდერები, ჯანდაცვის ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

"ეს არის რაღაც, რასთან გამკლავებასაც მხოლოდ ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს. ამ კრიზისს გლობალური კოორდინირებული პასუხი სჭირდება", - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.


თეგები :