• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

ესპანეთის ვიცე-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

ესპანეთის ვიცე-პრემიერი კარმენ კალვო დაინფიცირდა კოროვირუსით. ინფორმაცია დაადასტურა ესპანეთის მთავრობის პრესსამსახურმა.

როგორც იუწყებიან, განმეორებით ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

კარმენ კალვო მწვავე რესპირატორული დიაგნოზით საავადმყოფოში 22 მარტს გადაიყვანეს. კორონავირუსის პირველი ტესტი უარყოფითი იყო, მაგრამ ექიმებმა განაცხადეს, რომ საბოლოოდ დასარწმუნებლად განმორებითი ტესტირების ჩატარება იყო მიზანშეწონილი.

ვიცე-პრემიერის მდგომარეობა უმჯობესდება. ის საავადმყოფოს იზოლირებულ განყოფილებაში იმყოფება.

მანამდე კორონავირუსი დაუდგინდა ესპანეთის მთავრობის ორ წევრს - ტერიტორიული პოლიტიკის მინისტრს კაროლინა დარიასს და თანასწორობის მინისტრს ირინე მონტეროს.


თეგები :