• თბილისი
  • 14°C
  • 04 აპრილი, 2020
article

ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს და ურანის გამდიდრებას იწყებს

BBC-ის ინფორმაციით, ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, ირანი აღარ მოახდენს შეთანხმებით გათვალისწინებული მარაგებისა და  შეზღუდვების კონტროლს. მათი გადაწყვეტილებით ქვეყნის რესურსი მიემართება ურანის გამდიდრებისკენ და ბირთვული იარაღის განვითარებისკენ.

გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა გენერალი ქასემ სოლეიმანი ბაღდადში საჰაერო შეტევის შედეგად მოკლა.

2015 წლის ბირთვული შეთანხმებით, ირანი დათანხმდა ურანის გამდიდრების ლიმიტების დაწესებას და საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, რათა შეემცირებინა ეკონომიკური სანქციები.

შეგახსენებთ, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, აეროპორტის სიახლოვეს, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის დროს, მოკლეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ელიტარული ქვედანაყოფის "ყუდსის" ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი.

გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანში 3-დღიანი გლოვა განაცხადა. ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი ყასემ სულეიმანის გამო შურს იძიებს.

31 დეკემბერს ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ერაყში შეერთებული შტატების საელჩოს და მის ტერიტორიაზე შეჭრას შეეცადნენ. თუმცა მათი მოგერიება მოახერხეს ამერიკელმა სამხედროებმა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმობენ აშშ-ის მიერ ერაყში განთავსებულ "ჰეზბოლას" ობიექტებზე განხორციელებულ ავიაიერიშს, რომელსაც 25 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ის საელჩომ ბაღდადში, საპროტესტო აქციების გამო, მუშაობა შეწყვიტა.


თეგები :