• თბილისი
  • 35°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს

ევროპარლამენტის ახალი მოწვევის დეპუტატებმა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიელი სოციალ-დემოკრატი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს. 

განმეორებითი კენჭისყრის შედეგად მან 345 ხმა მიიღო. გამარჯვებისთვის სასოლს 334 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ყოფილი ჟურნალისტი დავიდ სასოლი ფლორენციელია. ის ევროპარლამენტის დეპუტატია 2009 წლიდან. ახალ თანამდებობამდე სასოლი ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო.

შეგახსენებთ, გუშინ, სამდღიანი დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდეერები ევროკავშირის საკვანძო თანამდებობების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე 60 წლის პოლიტიკოსი, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ვან დერ ლეიენი წარადგინეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის პრემიერ მინისტრი შარლ მიშელი შეარჩიეს, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალდ ტუსკს შეცვლის.


თეგები :