• თბილისი
  • 36°C
  • 26 ივნისი, 2019
article

საშემოსავლო დეკლარაციის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში 10 სასტუმრო ნომერს ფლობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა 2018 წლის საშემოსავლო დეკლარაცია. ამ ინფორმაციას უკრაინელი აქტივისტები ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ითხოვდნენ.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, სხვა ქონებასთან ერთად, ის საქართველოში 10 სასტუმრო ოთახს ფლობს.

ზელენსკისა და მისი მეუღლის დეკლარაციაში შესულ ქონებას შორის არის:

სახლი კიევის ოლქში;

მიწის ნაკვეთი კიევის ოლქში

ოთხი ბინა კიევში

ბინა ყირიმში

ორი ბინა კიევში, რომლის მფლობელიც მესამე პირია

ორი სახლი იტალიაში

რამდენიმე საპარკინგე ადგილს კიევსა და ყირიმში

ორი ბინა დიდ ბრიტანეთში

სასტუმროს 10 ნომერი საქართველოში

წყვილმა დეკლარაციაში შეიტანა ორი ავტომანქანა, ექვსი საათი და ფასიანი ქაღალდები.

ერთ წელიწადში ზელენსკის შემოსავალმა შეადგინა თითქმის 4 მლნ 170 ათასი გრივნა. დეკლარაციაშია ჩაწერილი აგრეთვე 400 ათასი დოლარი „პრივატბანკში“, 1 მლნ გრივნა (38 ათასი დოლარი) ОТП ბანკში, 190 ათასი დოლარი და 100 ათასი ევრო ნაღდ ფულად.


თეგები :