• თბილისი
  • 34°C
  • 19 აგვისტო, 2019
article

BBC-ის წამყვანი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილის შიმპანზესთან შედარებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

BBC-ის წამყვანი დენი ბეიკერი „ტვიტერში“ გამოქვეყნებული პოსტისთვის გაატავისუფლეს, სადაც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ახალდაბადებული შვილი შიმპანზეს შეადარა. მან გამოაქვეყნა წყვილის ფოტო, რომელსაც ხელი შიმპანზესთვის აქვს ჩაკიდებული. პოსტს აქვს წარწერა: „სამეფო ახალშობილმა დატოვა სამშობიარო სახლი“. თავად წამყვანი თავის საქციელს სულელურს უწოდებს.

"ახლახან გამათავისუფლეს BBC-დან“, - დაწერა BBC Radio 5 Live-ის ყოფილმა წამყვანმა მიკრობლოგ „ტვიტერში“.

61 წლის ბეიკერის პოსტი უკვე წაშლილია, თუმცა მან ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ბეიკერი სასექსის ჰერცოგინიას მეგან მარკლის რასობრივი კუთვნილების დაცინვაში დაადანაშაულეს. პრინც ჰარის მეუღლე ბრიტანეთის სამეფო დინასტიის ისტორიაში პირველი წევრია, რომელსაც შერეული რასა აქვს.

ბეიკერის ტვიტი სერიოზული შეცდომა იყო, - აღნიშნა BBC-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.


თეგები :