• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად ეკლესიის სამრეკლო ჩამოინგრა (ვიდეო)

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ეკლესიის სამრეკლო ჩამოინგრა. 

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. BBC-ის ინფორმაციით, ეს შესაძლოა ეკლესიაში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებოდეს. 

„სამწუხაროა, უყურო, როგორ იწვის შენი ნაწილი“, - დაწერა ტვიტერზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

ხანძრის გამო საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა გადადო.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანცუა ოლანდმა კი დაწერა, რომ „ნოტრე დამი მათი საერთო სიმდიდრეა“.

გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალ ტრამპიც. მან მოუწოდა საფრანგეთს სწრაფად იმოქმედონ და საჰაერო წყლის ტანკერები გამოიყენონ.

ხანძარი თბილისის დროით 20:50-ზე გაჩნდა.

 


თეგები :