• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივნისი, 2019
article

რა არის A.S.M.R და როგორ იქცა იგი სენსაციად

როცა ჯენიფერ ელენი კოსმოსის ვიდეოს უყურებდა, პირველად იგრძნო უცნაური, სასიამოვნო ჟრუანტელი. ამ ტალღამ მისი მთლიანი სხეული მოიცვა, თუმცა მისთვის გაუგებარი იყო, რით იყო ეს შეგრძნება გამოწვეული. ყოველ ორ წელიწადში, ის google-ში ამ მოვლენას ეძებდა სხვადასხვა სახელწოდებებით: „სასიამოვნო ტალღა ტვინში“, „ტვინის ორგაზმი“  და ა.შ თუმცა 9 წლის განმავლობაში, ის ვერაფერს პოულობდა.

2009 წელს, როგორ იქნა იპოვა SteadyHealth-ის სტატია სახელწოდებით - „უცნაური გრძნობა, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ“. სტატიაში საუბარი იყო მოულოდნელ ჟრუანტელზე, რომელიც ნებისმიერ ასაკში ყველას გამოუცდია - როცა, ვინმე წიგნს გიკითხავთ ან თუნდაც ჩურჩულით გელაპარაკებათ. სტატიას მალევე მოჰყვა გამოხმაურება მკითხველებიგან, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ ამავე ემოციას განიცდიდნენ სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით კი ბობ როსის სატელევიზიო გადაცემის ყურებისას, როცა მხატვარი პეიზაჟებს ხატავდა.

როგორც ჯენიფერი იხსენებს, ხალხი წერდა იმავე გრძნობების შესახებ, რასაც თავად განიცდიდა,თუმცა ვერ აღწერდა. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის ახსნა მაინც ვერავინ შეძლო, ამიტომ ბუნებრივად იბადებოდა კითხვები - იყვნენ თუარა ისინი ავად? ითვლებოდა თუარა ეს გრძნობები არაესთეტიურად?

იყო საზოგადოების კატეგორია, რომელიც თვლიდა, რომ ეს ადამიანები წამლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ვინაიდან ხშირად ამ უცნაურ გრძნობას „ტვინის ორგაზმის“ სახელწოდებით მოიხსენიებდნენ, რაც ეროტიკულ ფეტიშს წააგავდა.

საბოლოოდ, სხვადასხვა კვლევამ ის მიიყვანა სახელწოდებამდე „ავტონომიურ-სენსორული მერიდიანული რეაგირება“, რაც სირთულის მიუხედავად, „ტვინის ორგზამზე“ უკეთესი ალტერნატივა იყო.

მალევე სოციალურ ქსელში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს შეგრძნებები უკეთესად გადმოიცემოდა მიკროფონით და მარტივი აღსაქმელი ხდებოდა ყველასთვის, თუ რაზე იყო საუბარი. 

დღესდღეობით, youtube მთავარი წერტილია ა.ს.მ.რ საზოგადებისთვის, სადაც ყოველდღიურად 500-მდე ამგვარი ტიპის ვიდეო იტვირთება. მაყურებლები საათობით უყურებენ თმის ვარცხნის, საღეჭი რეზინის ღეჭვის, წიგნის გადაშლის პროცესს.

გიბი ერთ-ერთი პოპულარული იუთუბერია, რომელიც სარელაქსაციო ტიპის ვიდეოებს ტვირთავს. მის არხს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და თიტოეულ ვიდეოს მილიონობით ნახვა. როგორც თავად ამბობს, სხვა სტუდენტების მსგავსად, მასაც ჰქონდა ძილის პრობლემები. ასეთ დროს, კი ამგვარი ტიპის ვიდეოების დახმარებით იძინებდა და ასე გრძელდებოდა ყოველდღე.

2016 წელს, მან საკუთარი არხი შექმნა და დღეს 1,800,000 გამომწერი ჰყავს. უნივერსიტეტის დასრულებისთვის კი ვიდეოების ჩაწერა მისი სრულგანაკვეთიანი სამუშაო გახდა. დღეს, ის ათიათასობით ადამიანს ეხმარება დაძინებასა და დამშვიდებაში მხოლოდ კაკუნის ან ჩურჩულის დახმარებით.


თეგები :

A.S.M.R