• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

"ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩრდა" - ანზორ მელია

 "ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამის განცხადებით, ბედნიერი და ამაყია, რომ მისმა შვილმა ამ ასაკში შეძლო გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია. მისი თქმით, ღარიბაშვილმა და კობახიძემ, რომლებიც მელიას ტერორისტს ეძახიან საკუთარ თავებში უნდა ჩაიხედონ.

 "კი დაიჭირეს ნიკა მელია, მაგრამ გაოგნებული ვიყავი იმ სპეცოპერაციით, რაც მოიმოქმედა ჩვენმა მთავრობამ, ტერორისტები ასე არ აუყვანიათ, როგორც ნიკა აიყვანეს და მადლობა ღმერთს, რომ ხალხი არ დასახიჩრდა. ეს ერთობა რაც მე ვნახე ეს დღეები, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ნიკამ ამ ასაკში შეძო ასე გაეერთიანებინა მთელი ოპოზიცია, ვინ არ იყო მანდ, სხვადასხვა პარტიის ლიდერები, ბედნიერი ვარ და თანაც ამაყი, რომ ნიკა ასე უყვართ და ასეთ პატივს სცემენ", - ანზორ მელია 


თეგები :