• თბილისი
  • °C
  • 03 მარტი, 2021
article

"საცოდავია ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა ამ ბრიყვების ხელში, ღარიბაშვილი რომელიც უვარგისობისთვის ერთხელ უკვე მოისროლა სანაგვეზე ივანიშვილმა" - დეკანოზი ილია ჭიყლაძე

  დეკანოზი ილია ჭიყლაძე "ერთიანი ნაციონალური ოძრაობის" თავჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და Facebook-ზე წერს, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ქვეყანას ღრმა სვლით მიაქანებს რუსეთისკენ".

  "საცოდავია ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა ამ ბრიყვების ხელში, ღარიბაშვილი რომელიც უვარგისობისთვის ერთხელ უკვე მოისროლა სანაგვეზე ივანიშვილმა და პრემიერთა სერიული ცვლის მერე ისევ ამოქექა სანაგვიდან და დააბრუნა, ქვეყანას ღრმა სვლით მიაქანებს რუსეთისაკენ, ღრმავდება უფსკრული საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის.

მასობრივმა გაჭირვებამ, უმუშევრობამ, მცირეხელფასიანობამ გატეხა ხალხის დიდი ნაწილი და მასობრივ უიმედობაშია, ივანიშვილის ოცნება აღმოჩნდა საქართველოს მესაფლავე. იმედი მაქვს უკანასკნელ წუთებში ქართველი ერი მოიკრებს სასიცოცხლო ძალებს და თავს დააღწევს ამ ახალ სერგო ორჯონიკიძეებსა და იოსებ ჯუღაშვილებს და მათ უკან მდგომ კრემლს. თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება საქართველოს",- ეწრს დეკანოზი


თეგები :