• თბილისი
  • 7°C
  • 17 იანვარი, 2021
article

ტიკარაძე, პირს, რომელმაც ქართულ ოცნებას 70 ათასი შეწირა, ბიუჯეტიდან 83 093 ლარს უხდის - 2020 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება

კორუფციის კიდევ ერთი სავარაუდო ფაქტი ჯანდაცვის სამინისტროში. 2020 წლის 24 ნოემბერს, ტიკარაძის მოადგილემ, იმ კომპანიას, რომლის დირექტორმაც ქართულ ოცნებას ჯამში 70 ათასი შეწირა, 83 ათას ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის 100 პროცენტიც წინასწარ უნდა გადავიხადოთ. 

კერძოდ: რამდენიმე დღის წინ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს “გრინ სისტემს”-მა, ჯანდაცვის სამინისტროს, ე.წ. ქსელის მარშრუტიზატორები უნდა მიაწოდოს, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, ჩინეთში შეიძენს. 

ხელშეკრულების დამდები მხარეები არიან: “ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შემდგომში „შემსყიდველი“, მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,გრინ სისტემს“ შემდგომში “მიმწოდებელი“, დირექტორის ლევან ჩაჩუას სახით.” 

ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებაა 83 093 ლარი, რომელიც დოკუმენტის მიხედვით, წინასწარ უნდა გადაიხადოს ტიკარაძის უწყებამ. 

შპს “გრინ სისტემს”-ის დირექტორია ლევან ჩაჩუა, რომელმაც ქართულ ოცნებას ორჯერ შეწირა თანხა. ერთხელ 10 ათი, მეორედ კი - 70 ათასი ლარი. 

სამაგიეროდ, ქართულმა ოცნებამ, კერძოდ კი, ტიკარაძის უწყებამ, მას, ხელისუფლების მიმართ გამოჩენილი ლოიალური დამოკიდებულების გამო, 83 093 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა, რაც შესაძლოა, სხვა არაფერია, თუ არა, პარტიისთვის შეწირული თანხის უკან დაბრუნება საქართველოს ბიუჯეტიდან - მშიერი ბავშვებით სავსე და კოვიდ-პანდემიის გამო სოციალური აფეთქების ზღვარზე მყოფ ქვეყანაში.