• თბილისი
  • 9°C
  • 28 ნოემბერი, 2020
article

"ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით 1678 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით 1678 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.

მისი თქმით, ეს რაოდენობა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5.2%-ია.

"1 678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, საერთო ინფიცირებულთა 5,2%.  ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, რადგან გვაქვს ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში ყურადღება უფრო და უფრო უნდა ექცეოდეს, რათა დავიცვათ სამედიცინო პერსონალი", - აცხადებს გამყრელიძე.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 824 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი.


თეგები :