• თბილისი
  • 20°C
  • 21 ოქტომბერი, 2020
article

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 15327-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 15327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 7613 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 124.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა შეადგენს - 1042, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


თეგები :