• თბილისი
  • 23°C
  • 20 ოქტომბერი, 2020
article

აჭარაში COVID-19-ით 55 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა.

- გარდაიცვალა 1 პაციენტი.

გარდაცვლილი 55 წლის ქალი, 26:09:2020-იდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი.

"კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 01:30 საათზე", - აცხადებენ სამინისტროში. 

გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოლოკის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. დაახლოებით - 300 პაციენტი გაეწერა კოვიდ სასტუმროდან, -100-მდე პაციენტი კლინიკებიდან. ამჟამად 

- სტაციონარში მკურნალობს - 463 პაციენტი, მ.შ. 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული.

- რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია - 24 პაციენტი.

- კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება - 957 პაციენტი, მ.შ 65 არასრულწლოვანი.

- ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი.

- ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია - 553 პირს. 

- აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. 

- კოვის დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.


თეგები :