• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

ანა დოლიძეს ძალადობით დაემუქრნენ

დაფიქსირდა ზეწოლის, გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ჩემზე და ჩემს აქტივისტებზე , - აცხადებს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე.

როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა,  3 აგვისტოს, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, მას ძალადობით დაემუქრნენ.

"ვატარებდით კარდაკარს აღმაშენებლის გამზირსა და წერეთელზე და წავაწყდით შემზარავ ფაქტებს - ზეწოლის, გინების, შეურაცხყოფისა და ძალადობის მუქარის ჩემზე და ჩემს აქტივისტებზე. კარგად დაორგანიზებული, კანონგარეშე მყოფი ჯგუფები, რომლებიც არიან ქუჩაში და სავარაუდოდ, არიან ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, პირდაპირ აგრესიულად მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ ხალხთან შეხვედრის უფლებას არ მოგვცემდნენ. შიშის ზონები შექმნილია იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" გარდა, დიდუბე-ჩუღურეთში ვერავინ ჩაატაროს კამპანია", - აღნიშნა დოლიძემ.

მისი თქმით, ყველა მსგავსი ფაქტი აღირიცხება და თითოეული მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.


თეგები :