• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

"თამარ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა სახმარაულის ექსპერტიზის ბიურო უკვე დატოვა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შესვლა ვერ მოხერხდა, მათ შორის ვერც Facebook-ისა და ვერც სამსახურეობრივი მეილის.

"სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში",-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მიხეილ რამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქმეში FBI-ის ჩართვა აუცილებელია, ვინაიდან შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ ხდება.

"დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს და ყველაფერი ეს უნდა მოხდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. მაგრამ ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, თუმცა მაინც ვერ იხსნება და აქედან გამომდინარე ეს ჩვენი მოთხოვნა, რომ FBI ჩაერთოს - უკვე სავალდებულოა",-აცხადებს რამიშვილი.


თეგები :