• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

საქართველომ საკუთარი დემოკრატია თვითონ უნდა ააშენოს - კონდოლიზა რაისი

ყველაფერი იწყება კარგი შიდა მმართველობით. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ, - აღნიშნა ამერიკელმა პოლიტიკოსმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას.

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის განმარტებით, აუცილებელია, საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის საკუთარი კანონები და წესები თავად დაწეროს, რათა საერთშორისო საზოგადოებამ დახმარება შეძლოს.

შესაძლოა საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ, საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ, საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. ეკონომიკური განვითარებისთვის საკუთარი წესები და კანონები თქვენ უნდა დაწეროთ, - განმარტა კონდოლიზა რაისმა.

ინტერვიუში კონდოლიზა რაისმა რუსეთის აგრესიის შეკავების აუცილებლობასა და ნატოს გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.


თეგები :