• თბილისი
  • 21°C
  • 21 სექტემბერი, 2020
article

"ბუსა ჟვანიამ ყოფილ შეყვარებულს დაურეკა, მაგას შენთან ერთად რა უნდაო" - რა გახდა ზურაბ ჟვანიას შვილსა და გოგი თოფაძის შვილიშვილს შორის კონფლიქტის მიზეზი?

ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას მიერ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ცნობით, კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალზე დაიწყო, სადაც ლევან თოფაძე ზურაბ ჟვანიას ვაჟის, ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად მივიდა. თვითმხილველების მონაყოლით, ამ ფაქტმა იქ მყოფი ბუსა ჟვანიას გაღიზიანება გამოიწვია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

მოგვიანებით, ლევან თოფაძე მეგობრებთან ერთად ვაკეში, მის საცხოვრებელ სახლში წავიდა.

"ამის შემდეგ ბუსამ დაურეკა და ყოფილ შეყვარებულს უთხრა, შენთან ერთად რა უნდოდაო. ლევანმა უთხრა, მე სახლში ვარ და თუ რამე გაინტერესებს, მოდი და დავილაპარაკოთო და მაგას მოჰყვა ყველაფერი," - ჰყვებიან ლევან თოფაძის მეგობრები.

ბიზნესმენ გოგი თოფაძის მონაყოლით, ბუსა ჟვანია და მისი შეყვარებული გოგონა რამდენიმე წელი იყვნენ ერთად და მერე დაშორდნენ.

როგორც უკვე ცნობილია, გუშინ ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია.

მსგავსი სკანდალი, რომელიც ზურაბ ჟვანიას შვილის სახელს უკავშირდება, პირველი არ არის. 2015 წელს გავრცელდა ცნობა, რომ ბუსა ჟვანიამ ერთ-ერთ სასტუმროში პოლიტიკოსი გია ბარამიძე სცემა, თუმცა, თავად ბარამიძემ მაშინ ეს ფაქტი უარყო.


თეგები :