• თბილისი
  • 21°C
  • 29 ოქტომბერი, 2020
article

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი კორონავირუსით დაინფიცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„სპუტნიკ აფხაზიას“ ცნობით, ინფორმაცია ერთ-ერთი დაინფიცირებულის შესახებ სააგენტოსთან საუბარში ე.წ. „პარლამენტის სპიკერმა“ ვალერი კვარჩიამ დაადასტურა, თუმცა ე.წ. დეპუტატის ვინაობა არ დაასახელა.

ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი ლევონ გოლუსტიანი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მან კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით გაკვირვებულია.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის 63 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2 პაციენტი გარდაიცვალა.