• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

იმ ადგილას, სადაც შაქარაშვილის მეგობარი ამირხანაშვილი იმალებოდა, ხანძარი ჯართის შეგროვების მიზნით მეტალის დამუშავებამ გამოიწვია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ ადგილას, სადაც შაქარაშვილის მეგობარი გური ამირხანაშვილი იმალებოდა, ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული პირი ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ არის მორიგი სიცრუე და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ 4 ივლისს, არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი მეტალის დამუშავებამ გამოიწვია. შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ. ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები :